ვილნიუსში

საქართველოში იმდენად ეჭვიანი ხალხი ცხოვრობს, დედაჩემი, როცა კარს გავაღებ და სახლში შევდივარ, მეკითხება ხოლმე, "მოხვედი?" ამიტომ სულაც არ მიკვირს, როცა არ სჯერათ ჩემი და ჩემი თავგადასავლების. მინდა ყველას შევახსენო, რომ მე ევროპელი ახალგაზრდა მწერალი ვარ, ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ევროპისა და ევროპელების შესახებ ვწერ, ანუ, ვწერ იმაზე, რასაც ვიცნობ, მე არ ვიცნობ პაკისტანს, ინდოეთს, არასოდეს მიცხოვრია ინდოეთსა და პაკისტანში, საქართველოშიაც მხოლოდ ევროპელ ქართველებთან მაქვს ურთიერთობა, დანარჩენებთან მხოლოდ ძალიან ზედაპირული ურთიერთობა მაქვს, უფრო სწორად, ურთიერთობა თითქმის სულ არ მაქვს, რადგან ურთიერთობას ვერ ვუწოდებთ იმას, რაც მათთან მაქვს. მოკლედ, მე ევროპელი ახალგაზრდა მწერალი ვარ. ვიცი, აზიატი ქართველებისათვის აბსოლუტურად დაუჯერებელია ის, თუ როგორ ვცხოვრობთ ჩვენ, ევროპელი ახალგაზრდები, ისიც ვიცი, რომ ჩემი ეს მოთხრობაც ვერ გაალღობს მათი ძველი რწმენისა და ახლის ურწმუნობის, სხვათა მიუღებლობის დახავსებულ ყინულს, ვიცი ისიც, რომ ბევრს ჩვენი, ევროპელი ახალგაზრდების ის ცოტაოდენი თავისუფლებაც შურს, რაც ჩვენ გაგავაჩნია, მაგრამ სულერთია. ნეტარ არიან მორწმუნენი.


19 წლის ვიყავი, როცა პირველად ჩავედი ვილნიუსში. ღამე იყო, მატარებლის ფანჯარაში აღწევდა ღამის თოვლიანი ქალაქის სუნი, რომელიც ვაგონში მყოფი ხალხის ტანსაცმლისა და ხმელი, ფხვიერი ნამცხვრის სუნს ერწყმოდა, რომელიც გამცილებლის თანაშემწემ მოწნული რკინის ოთხთვალათი ჩამოატარა ვაგონში. ყველა ქალაქს თავისებური სუნი აქვს, ვილნიუსსაც თავისებური სუნი აქვს, რომელსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით და ეს სუნი ფანჯარაში მაშინ შემოიჭრა, როცა მატარებელი ქალაქში შევიდა. სადგურის კარი გავაღე, ბარგი გამცილებელს ჩავაბარე და ტაქსის ძებნა დავიწყე; მალე ვიპოვე ტაქსის მძღოლი, რომელმაც სასტუმრომდე მიმიყვანა. ტაქსის მძღოლი აზერბაიჯნელი იყო, სათვალე ეკეთა და სევდიანი სახე ჰქონდა, ხშირად ახველებდა და საქარე მინას ხელით წმენდდა. ტაქსში მტვრის, სპირიტს, იაფფასიანი ოდეკოლონისა და ნესტის სუნი იდგა. როცა ტაქსიდან გადმოვედი, ვიგრძენი, მშრალი თოვლი ფეხქვეშ ჭრიალებდა და მე ფრთხილად მივდიოდი, მშრალ, ხეშეშ თოვლზე ფეხი რომ არ დამცურებოდა. სასტუმროში სიწყნარე იყო, წითელი ფერის ჯილეტში ჩაცმული შვეიცარი თვლემდა, მე ფრთხოლად გავაღვიძე ის და ვთხოვე, ჩემთვის ოთახი გამოეყო, მერე ლიფტით ავედი მეექვსე სართულზე, სადაც ჩემი ნომერი იყო, შხაპი მივიღე და მივხვდი, საკმაოდ მომშიებოდა. ასეთ სასტუმროებში კი არის უფასო კვება, მაგრამ რას ეყოფა რამდენიმე თხელი ნაჭერი ლორი, 2-3 ხამანწკი, თხელი კარაქის ნაჭერზე წასმული შავი, უგემური ხიზილალა და ორი ჭიქა ფორთოხლის წვენი მოშიებულ, 19 წლის ადამიანს?! ამიტომ ორი ულუფა ერთბაშად მოვითხოვე. ჯერ 12 საათი არ იყო და ამის უფლება მქონდა.


დავნაყრდი და სექსი მომინდა. მე ხომ მთელი ორი დღე არ მქონია სექსი. ორი დღის წინათაც იმ ბელორუს გოგოს, რომელთანაც მინსკში სექსი მქონდა, ვიტებსკში აგვიანდებოდა, მშობლები ქორწილში მიდიოდნენ, უმცროს ძმას კი მარტოს ვერ ტოვებდნენ, ამიტომ სექსის დროს ეს გოგო განუწყვეტლივ საათზე იყურებოდა, სიყვარული და საათი კი შეუთავსებელია ერთმანეთთან. ამიტომ სევდიანად დავიწყე გარშემო ყურება. მართალია, ოფიციანტმა გოგომ, რომელმაც სასტუმროს მწირი ულუფა მომიტანა, ყურში ჩამჩურჩულა, როცა ცვლა დამიმთავრდება, შენთან ამოვალო, მაგრამ მისი ცვლა დილის შვიდ საათზე მთავრდებოდა, ჯერ თორმეტიც არ იყო, ამდენი ხანი მოთმინებას კი უსაშინლესი ძალისხმევა სჭირდება 19 წლის ადამიანის მხრიდან. მოწყენილი ვათვალიერებდი ჩემს წინ, მაგიდასთან მოკალათებულ რუსებს, რომლებიც ნაძალადევი გულგრილობით განზრახ არ იყურებოდნენ ჩემსკენ (ან შეიძლება მე მეჩვენებოდა, რომ განზრახ არ იყურებოდნენ და სინამდვილეშიაც არც აინტერესებდათ ჩემი გამოუცნობი გარეგნობა), მობილურში ვთამაშობდი სულელურ მინი-ვიდეოთამაშებს, ვუსმენდი, როგორ ლაპარაკობდნენ რუსი დიპლომატები (ორი მამაკაცი და ერთი ქალი) ამინდსა და ლიტვის კალათბურთის ნაკრებზე, ჩემთვის უცნობ ვიღაც მოხუც ალგირდასზე, რომელსაც მათთვის ანტიკვარული საყავე ჭურჭლის, რარიტეტული წიგნებისა და ვერცხლის მონეტების ფოტოები უნდა მიეტანა მოსკოვში გამოფენაზე წასაღებად ნებართვის დასამოწმებლად, შვეიცარიის ალპებში გატარებულ დღეებზე და იმაზე, თუ როგორ გაუტყდა შუა თოვლში ერთ-ერთ დიპლომატს, იმას, რომელიც განსაკუთრებით მელოტი იყო (ორი-სამი გახუნებული თმის ღერით კინკრიხოზე), თხილამურები, როცა ლიფტის კარი გაიღო და ორი გოგო გამოჩნდა, ერთი ქერა, მეორე კი შავგვრემანი. ისინი პირდაპირ ჩემი მაგიდისკენ გამოემართნენ და მკითხეს, შეიძლება თუ არა შენს მაგიდასთან ჩამოვსხდეთო. ისინი ძალიან ცუდი რუსულით ლაპარაკობდნენ, გერმანული აქცენტით, ხოლო მე რადგან გერმანული მაშინაც საუკეთესოდ ვიცოდი (ტყუილად კი არ მიშრობდნენ დედაჩემის მიერ დაქირავებული რეპეტიტორები სისხლს), ვუთხარი, შეგიძლიათ, გერმანულად ილაპარაკოთ-მეთქი. გაუხარდათ, ხოლო როცა ვუთხარი, ქართველი ვარ-მეთქი, მთლად გადაირივნენ, ქერა, რომელიც ნამდვილი მზეთუნახავი იყო, კორნელია, ჩემს მუხლზე ჩამოჯდა და მკითხა, შეიძლება, ჩემთან, ნომერში ავიდეთო? მე მხრები ავიჩეჩე და ვუპასუხე, რომ მხოლოდ მაშინ დავთანხმდებოდი მის წინადადებას, თუ მეორეც, შავგვრემანი, რომელსაც მარა ერქვა და სათვალეს ატარებდა, ჩვენთან ერთად იქნებოდა. გოგოები გამომიტყდნენ, რომ უყვარდათ ერთმანეთი, როგორც ყველა, ისინიც ბისექსუალები იყვნენ, დღეს გამთენიისას ჩამოვიდნენ ვილნიუსის ერთ-ერთ სკოლაში გაცვლითი პროგრამით და ძალიან მოიწყინეს. გამოვუტყდი, მეც მოვიწყინე-მეთქი. ამასობაში ოფიციანტი გოგო, რომელიც ძალიან ლამაზი იყო, ოდნავ ჭორფლიანი, მაგრამ ისეთი ლამაზი სხეულისა და სახის ნაკვთების პატრონი, რომ ძნელია, ათასში ერთი მაინც ნახოს კაცმა სხვა მისნაირი, დახვეწილი და ამავე დროს საშინლად ვნებიანი და გამომწვევი, თვალყურს გვადევნებდა. როცა გოგოები მუხლებზე დამასხდნენ, მან ეს დაინახა და ისე აღელდა, რომ თეფში კედელს მიანარცხა, რაზეც შვეიცარმა ხმამაღალი ლაპარაკი დაუწყო ჩემთვის გაუგებარ ლიტვურ ენაზე, რაზეც ოფიციანტი გოგო (მე ჯერჯერობით მისი სახელიც არ ვიცოდი), ატირდა, მე კი მას გამოვესარჩლე და შვეიცარს შევთავაზე, რომ გატეხილი თეფშის ღირებულებას ავანაზღაურებდი. შვეიცარმა “არაუშავს, არაუშავსო” რუსულად ჩაიდუდუნა თავისი ნამძინარევი, ხრინწიანი ხმით, ოფიციანტმა გოგომ კი მითხრა, აისტე მქვიაო და ტუჩებში მაკოცა. შევატყე, ამ ყველაფერს ინტერესით ადევნებდნენ თვალს მეზობელ მაგიდასთან მოკალათებული რუსი დიპლომატები, მე კი, რათა ისინი კიდევ უფრო მძაფრი შურით ამევსო, როგორც ჰაერის ბუშტები ჰელიუმით, გადავწყვიტე, მაგიდასთან დავბრუნებულიყავი და მარასა და კორნელიასთან ერთდრულად დავკავებულიყავი ძალიან ღრმა ფრანგული კოცნით, რომელიც მე კოცნის სხვა სახეობებთან შედარებით ყველაზე შინაარსიან და ინტელექტუალურ სახეობად მიმაჩნია. მალე გავარკვიე, რომ ისინი ჩვეულებრივი ქალაქელი გოგოები იყვნენ, როგორც ჩვენებური, ანუ ევროპელი ქალაქელი გოგოების აბსოლუტურ უმრავლესობას, პირველი ორალური სექსი 11 წლის ასაკში ჰგონდათ, ასევე ანალური სექსიც, კორნელიას არ უყვარდა განსაკუთრებით ბევრი სპერმა პირში და როცა პარტნიორს ბევრი სპერმა ჰქონდა, ამჯობინებდა, ნაწილი მკერდზე და სხვა ადგილებში ჩამოეღვარა ან სულაც, სახეზე წაესვა (ამაზე ცოტა წავკამათდით), მარასათვის კი ეს სულ ერთი იყო. გოგოებს ვუთხარი, რომ ქალებთან ორალური სექსის არადომინანტ ან/და 69-ე აქტიურ მდგომარეობაში ყოფნა ჩემთვისაც ყოველთვის სასიამოვნოა. ჩვენ საკმაოდ კარგად გავიცანით ერთმანეთი და გადავწყვიტეთ, განვმარტოვებულიყავით, რადგან იმ საზიზღარი რუსი დიპლომატების ჩაშტერება უკვე ყოვლად აუტანელი გახდა, აისტეს კი ვუთხარი, ჩემთან, ნომერში დაესვენა/დაეძინა და მეორე დღეს შემოგვერთებოდა, რაზეც სიხარულით დამთანხმდა.


მე მიყვარს სექსი.



ფოტოები: Getty Images

03.12.2011

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten