ომის პერმანენტული სინდრომი

ამასწინათ ტელევიზიით ვნახე „კვირის რეპორტაჟი,“ რომელიც „პირველი არხის“ წამყვანს, ვახო სანაიას მიჰყავდა (როგორც ყოველთვის, არავითარი ოფიციალობა, იმის მიუხედავად, რომ ტიპი პირველ არხზე მუშაობს, ე. ი. არხზე, რომელიც აშკარად თუ ფარულად გამოხატავს ოფიციოზის ტოტალურ პოზიციას, მას ვახო ჰქვია, სწორედ ასე, ჯიგრულად, მისი პირდაპირ, გულში ჩახუტება მოგინდება კაცს!). ამ გადაცემაში ლაპარაკი იყო იმის შესახებ, რომ საქართველო სექსუალური თვალსაზრისით ინვალიდი ქვეყანაა (ეტყობა, ტიპებმა რაღაც კვლევა ჩაატარეს და ამ კვლევამ სექსის მიმართულებით მათ ისეთი შემაძრწუნებელი შედეგები უჩვენა, რომ ეს ბევრის მნახველი, პრაგმატული, ანალ–იტიკური ხალხიც კი გაფითრდა). გადაცემაში გაუთავებლად მსჯელობდნენ იმაზე, რომ ქართველი ქალების 40 პროცენტს ორგაზმი არ გააჩნია, რომ ქართველი ქალები ვერ ჰპოვებენ ნეტარებას სექსში, მაგრამ მე ამ გადაცემაში სიტყვაც ვერ ვიპოვე იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ეს, სიტყვაც არ იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ ქალს საქართველოში ჩვენთან, მამაკაცებთან შედარებით ძალიან უთანასწორო, მეორეხარისხოვან არსებად განიხილავენ, რომ ისეთი ადამიანებიც კი, რომლებსაც თავი მოაქვთ საკუთარი ტოლერანტობითა და განსწავლულობით, პირად საუბრებში ქალებზე ლაპარაკობენ უკიდურესად დამამცირებელ კონტექსტში („აუ, იცი, ბიჭო, მაგარი ნაშაა, მიდი, გაჟიმე!“ ან რაღაც კიდევ უფრო უარესი), ჩემი აზრით, ეს გადაცემა იყო კონდომით სექსის რეკლამა, რომლესაც ასეთივე წარმატებით შეიძლება რქმეოდა არა „კვირის რეპორტაჟი ვახო სანაიასთან ერთად,“ არამედ „ქებაი და დიდებაი კონდომითა სექსისაი“ ან „მიიღეთ სექსისაგან რაც შეიძლება ნაკლები სიამოვნება“ ან რაღაც სხვა, ეს გადაცემა ძალიან რეზერვირებულად, შეძლებისდაგვარად ტრადიციულად და, როგორც წესი, მაქსიმალურად ანალ–იტიკურად იყო პროდუცირებული, რათა მეტისმეტად არ გაღიზიანებულიყო ჩვენი მწყალობელი დედა–ეკლესია, ხოლო ყოველივე ამის შედეგად ქალებს არ სურთ ურთიერთობა იქონიონ არამარტო იმ მამაკაცებთან, რომლებიც გამუდმებით ამცირებენ მათ, იყენებენ როგორც ჩასახვის იარაღს თუ მხოლოდ როგორც გაღმერთების, აღმაფრენის (პლატონური სიყვარული. ლოლ!) ან/ და ვნებათა ჭურჭელს, არამედ წესიერი, პატიოსანი და კეთილი, ადამიანური ტიპის მამაკაცებთანაც კი (ეს, რა თქმა უნდა, უკვე ფაშიზმის სპორია, მთელი რომელიმე სოციალური კატეგორიის სიძულვილი იმის გამო, რომ ვიღაცამ ამ სოციალური კატეგორიიდან რაღაც ოდესღაც დაგიშავა ან სულაც არ დაგიშავა და ვიღაცამ სცადა, სტერეოტიპული წარმოდგენა შეექმნა შენთვის ამ სოციალური კატეგორიის შესახებ, მაგრამ ვინ, რომელი ქალი ან მამაკაცი ფიქრობს ამას?) გადაცემაში არც იმაზე იყო ლაპარაკი, რომ ქალ(ებ)სა და მამაკაც(ებ)ს შორის ურთიერთობათა ყველა ტიპი, დაწყებული აწ დამკვიდრებული გერლფრენდ–ბოიფრენდის ინსტიტუტიდან, ტრადიციული, ჯიგრული ცოლ–ქმრობით დამთავრებული, საშინლად რუტინულია იმიტომ, რომ ბრბოს წარმოდგენები ჭეშმარიტ ურთიერთობებზე კატასტროფულად მახინჯია და კიდევ იმიტომ, რომ სხვა კიდევ ბევრ მიზეზთან ერთად, აქ ბევრი ბევრის ცხოვრებაში ჰყოფს ცხვირს იმის გამო, რომ მეტი საქმე არ აქვს, ხოლო მეტი საქმე კი იმიტომ არ აქვს, რომ სამუშაო არ გააჩნია, ყოველ შემთხვევაში, ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამუშაო მაინც, სადაც მას არავინ გაუწევდა ექსპლუატაციას, და ეს უბადრუკი არსება, რომელსაც კულტურა არ გააჩნია იმიტომ, რომ სკოლაში „ვეფხისტყაოსანის,“ „ანა ფრანკის დღიურების,“ ჰ. ლაქსნესის „დამოუკიდებელი ადამიანების,“ მეტერლინკის „ლურჯი ფრინველის,“ მ. შოლოხოვის „წყნარი დონის,“ ი. ბუნინის ნაწარმოებების და სხვათა და სხვათა სხვა ნაწარმოებების კითხვას უკრძალავდნენ, ოღონდ უკრძალავდნენ არა პირდაპირი, არამედ ირიბი გაგებით (იყვნენ ვიღაც გაურკვეველი გარეგნობის, კანონიერ ქურდებად წოდებული არსებები, რომლების „წარმომადგენლებიც“ სკოლებსა და უნივერსიტეტებში „სიტუაციას უყურებდნენ,“ „ალივერებდნენ“ თუ როგორც ჰქვია ამას, ხოლო ისინი ბავშვს, რომელიც ფორტეპიანოზე ან სულაც ვიოლინოზე დაკვრას სწავლობდა და წიგნებს კითხულობდა, ეკითხებოდნენ „შენ რა, ბიჭო, გინდა კომუნისტი გახდე?“ ხოლო კითხვა მათთვის უკვე თავისთავად, საკუთარ თავში გულისხმობდა პასუხს, და ეს არსებები, ეს მაფიოზები, ხშირად საბჭოთა „სუკ“–თან იყვნენ შეკრულები და ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ცენტრიდან, ე. ი. მოსკოვიდან იმართებოდნენ, ხოლო „სუკ“–ის ძირითადი ინსტიქტი ის იყო, რომ გაზრდილიყო რაც შეიძლება უწყინარი, მორჩილი, ე. ი. გაუნათლებელი ახალგაზრდა თაობა), გაუნათლებელი დარჩა, მას იმდენი კულტურაც კი არ გააჩნია, რომ სხვის ცხოვრებაში არ ჩაჰყოს ცხვირი და ქალსა და მამაკაცს არ ჰკითხოს, თუ რა ტიპის ურთიერთობები აქვთ მათ ერთმანეთთან, მან ისიც კი არ იცის, რომ ასეთი შეკითხვის დასმა უკვე თავისთავად დიდი უტაქტობაა. „ცოლია?“ არა. „მამენტ აბა ნაშაა ტო?“ „არ არი ნაშა!“ „ვაა, აბა, თუ არც ცოლია და არც ნაშაა, მაშ ვინ არი, ტო?“ ამ შეკითხვაზე უბადრუკ არსებას, რომელმაც რის ვაი–ვაგლახით მოახერხა და 5–6 ან ვინ იცის, იქნებ მეტი წლის მანძილზე (ვაი, რა მეშველება, სად ვცხოვრობ!) აუტანელი ურთიერთობის შედეგად ქალისაგან მოიპოვა მკლავში ხელის გამოდების უფლება იმიტომ, რომ ათასჯერ მობილურის ბალანსი შეუვსო, იმეილები წერა, დედა აგინა, მერე შეურიგდა, მერე ისევ დედა აგინა ყველა სხვაა ახლობელთან და გულით საყვარელთან ერთად, მერე ისევ შეურიგდა, მერე ისევ დედა აგინა, მერე ისევ შეურიგდა და ა. შ. და ა. შ. და რომელიც ბუსავით იყურება თითქოს სადღაც, ჩირგვიდან (ჩირგვი აქ: უსასრულობის მეტაფორა), უყვარს მეორე უბადრუკი არსება, მაგრამ იმის გამო, რომ ძალა არ შესწევს, ქეჩოში წაავლოს ხელი და გააძევოს არამკითხე მოამბე (ან რამდენს გააძევებს, საქართველოში ყველას რომ მოჰკითხო, წესრიგის დასამყარებლად მარტო საქართველოს პოლიცია კი არა, მგონი, ორივე, როგორც ჩრდილო, ასევე სამხრეთ ნახევარსფეროს ყველა ქვეყნის ყველა სამართალდამცავიც კი არ არის საკმარისი), ამიტომ, ურჩევნია, სულელურად გაიღიმოს, ხოლო მეორედ, როცა შეხვდება ეს უბადრუკი არსება ამ არამკითხე მოამბეს ეუბნება: „ნაშაა, ვჟიმავ ტო! აბა რა! მა აბა რა! აბა რა!“



ფოტო: Thinkstock

19.11.2010

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten