თეთრი არის შავი

თქვენ არაერთხელ მოიხსენიეთ უარყოფით კონტექსტში ტელეკომპანიები "იმედი," "რუსთავი 2" და "პირველი არხი," თქვენი შეფასებები ამ არხების შესახებ ზოგადად ქართულ მედიაზე ვრცელდება თუ არსებობს რომელიმე მედიასაშუალება საქართველოში, რომელიც თქვენ მოგწონთ?

ქართული მედია არის ძალიან ცუდი, კორუმპირებული. ქართულ მედიას კორუფცია ღუპავს, ზოგადად, ქართული მედიის უდიდესი ნაწილი იხრჩობა კორუფციაში, და არამარტო ზემოთჩამოთვლილი ტელეარხები. მაგრამ კორუფციასთან ერთად არანაკლებ სირთულეს წარმოადგენს ქართველი ჟურნალისტების გაუნათლებლობა. ქართველი ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები მათივე ავტორების გასაოცარ უვიცობას ამტკიცებს. ამიტომაა, რომ მე არ მაქვს ურთიერთობა ქართველ ჟურნალისტებთან და არ ვჩნდები მასობრივი მოხმარების საინფორმაციო საშუალებებით. ასევე მე მიმაჩნია, რომ მწერალს თვითონ უნდა შეეძლოს უშუალოდ, მედიასთან ყოველგვარი ურთიერთობის გარეშე, მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებებით დაელაპარაკოს მკითხველს.

რა ხდება ამ მხრივ გერმანიაში? როგორი დამოკიდებულება გაქვთ გერმანულ მედიასთან?

გერმანული მედია გაცილებით უკეთესია. შედარებაც კი არ არის ქართულ და გერმანულ საინფორმაციო საშუალებებს შორის და არც შეიძლება იყოს. მართალია, გერმანულ მედიაშიც არის კორუფცია და ელემენტარული სიბნელე, მაგრამ ძირითადად ეს მაინც სულ სხვა მოვლენაა. გერმანელ ჟურნალისტებს შორის არსებობენ ჭეშმარიტი იდეალისტები, რომლებიც გულწრფელად იბრძვიან ხალხის განათლებისა და უკეთესი მომავლისათვის, რასაც საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ. მართალია, არსებობენ ვიღაც-ვიღაცეები, რომლებიც ქალთა და სხვა უმცირესობების ან სულაც, ცხოველთა უფლებების დასაცავად იბრძვიან, მაგრამ ამას აკეთებენ მხოლოდ მაშინ, თუ ვიღაც ამაში ფულს იხდის და ვიღაც დამკვეთს ამით შეიძლება აამონ და არა იმიტომ, რომ ეს საჭიროდ მიაჩნიათ. "უფლებებისა და თავისუფლებებისათვის მებრძოლი" ქართველი ჟურნალისტი ხშირად თავად არის ყველაზე საზიზღარი რასისტი და ქსენოფობი.

ერნესტ ჰემინგუეი ამბობს, რომ მარადიული თემებია სიყვარული და სიკვდილი. ამ ორი მარადიული თემიდან თქვენ ძირითადად სიყვარულის შესახებ წერთ. რატომ?

დავიბადე და გავიზარდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი და აგრესიული ხალხით დასახლებულ ქვეყანაში, საქართველოში, სადაც სიყვარული არ არსებობს. ამიტომ გასაოცარი იმაში არაფერია, რომ სიყვარულზე ვწერ და მთელ სამყაროს ვუჩვენებ, როგორი ბნელი ქვეყანაა საქართველო. ქართველს ყველაფერი უკუღმა ესმის, ქართველისათვის თეთრი არის შავი, ცა არის მიწა, სიძულვილი არის სიყვარული... გერმანიაში ეს ასე არ არის. მართალია, გერმანიაც ძალიან შორს არის ადამიანურობის, თანაგრძნობისა და სიკეთის შესახებ ჩემეული წარმოდგენებისაგან, მაგრამ გერმანელების მნიშვნელოვან ნაწილს უკვე აქვს მეტნაკლებად სწორი ხედვები, გერმანელების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის თეთრი შავი კი არ არის, არამედ, მუქი ყვითელი, მაგრამ შენ თუ დაუსაბუთებ, რომ ის თეთრია, შენს აზრს აღიარებს, საქართველოში კი სხვა ყველაფერთან ერთად ძალიან ჯიუტი ხალხი ცხოვრობს და ქართველისათვის შეცდომის აღიარება სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ რამდენიც არ უნდა ილაპარაკო და როგორი შესანიშნავი მაგალითებიც არ უნდა მოიყვანო, ქართველს აზრს ვერაფერზე შეაცვლევინებ. ამიტომ წერა საქართველოში უაზრობაა, ხოლო მწერალი ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას.

აქ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

ამასწინათ ერთ-ერთ გერმანულ ფორუმზე, სადაც დარეგისტრირებული ვარ, ერთმა 14 წლის გოგომ დაწერა, ჩემი მეგობარი ბიჭი იმდენად კეთილია და იმდენად ვუყვარვარ, რომ რცხვენია, ჩემთან კარგი სექსი ჰქონდესო. ამაზე მთელმა ფორუმმა ძალიან იმხიარულა. მე არ დამიცინია ამ გოგოსთვის იმიტომ, რომ ასეთი პოსტები სევდას მგვრის. ის გოგო 14 წლისაა და როგორღაც კიდევ შეიძლება გაიგო, რომ ისეთი მშობლების ოჯახში გაზრდილ გოგოს, რომლებიც ქრისტიან-დემოკრატებს აძლევენ ხმას, შეიძლება სიყვარულზე არასწორი წარმოდგენები ჰქონდეს და სხვებს, ვინც სიყვარულის საკითხებში უფრო გამოცდილია, აზრი ჰკითხოს, მაგრამ საქართველოში არათუ კონსერვატიულ ოჯახში გაზრდილ 14 წლის გოგოს, მათაც კი, ვინც ლიბერალობას იჩემებს და ცდილობს, ყველას უმცირესობების უფლებებზე მენტორის ტონით ელაპარაკოს, კარგი სექსი აღიარებული ლიბერალობის მიუხედავად გულის სიღრმეში და ქვეცნობიერ დონეზე მაინც ბუნების მიერ დაშვებულ ღორობად და სიბილწედ მიაჩნიათ და არა სიყვარულის დადასტურებად. ამის ნათელი მაგალითებია ჟურნალ "ლიბერალის" ბლოგერები გოგი გვახარია და ნინია კაკაბაძე. ამასწინათ მე წავიკითხე გოგი გვახარიას სტატია "ლიბერალის" ბლოგზე, სადაც ის მამაკაცისა და ქალის ჯანსაღ სექსუალურ ურთიერთობას ტრაგედიად აფასებს და წერს, რომ თურმე ჩვენ, მამაკაცები გულს ვუტეხავთ ქალებს ჩვენთან სექსით, ქალებს, რომლებსაც ჩვენთან ჰაეროვანი ურთიერთობები სურთ. ეს სტატია სიტყვასიტყვით არ მახსოვს, მაგრამ რაღაც ამდაგვარი იყო ნათქვამი რომელიღაც უნიჭო დასავლეთევროპელი კინორეჟისორის "შედევრის" კომენტირებისას. ამ სტატიაში ლაპარაკი არ ყოფილა იმაზე, რომ ცუდია, როცა მამაკაცი ქალს სექსს აძალებს, რაც შეიძლება მივიჩნიოთ უარყოფით მოვლენად, მაგრამ გასარკვევია ისიც, რა არის დაძალება და კონკრეტულად რაში გამოიხატება ის. შეიძლება ის, რაც გვახარიას ან მისნაირებს ძალადობა ჰგონიათ, სულაც არ იყოს ძალადობა და პირიქით, უდიდესი სიკეთეც კი იყოს. ამაზე მე ყურადღებას არ გავამახვილებდი, გვახარია და კაკაბაძე რომ ჩვეულებრივ ადამიანებად მიმაჩნდეს, ისინი ძალიან ნიჭიერი ხალხია, ხშირად გენიალურებიც კი, ამიტომ მათ შეუდარებლად მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე ივანიშვილს და სააკაშვილს ერთად, ხოლო როცა ამ ასაკის უნიჭიერეს ლიბერალებს კონსერვატიულ გერმანულ ოჯახში გაზრდილი 14 წლის გოგოს მსგავსი გერმანიისათვის არაორდინალური შეხედულებები აქვთ სექსისა და მამაკაცის სექსუალობის შესახებ, წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება აღიქვამდეს სექსს კონსერვატორი ქართველი და რა კატასტროფაა მთლიანად ეს დამპალი ქვეყანა. როცა ასეთ ფაქიზ თემებზეა ლაპარაკი, როგორიც სექსი და ადამიანის სექსუალობაა, სამყაროში უფაქიზესი რაღაც, ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს, ხოლო გოგი გვახარიას მე, დავით ჩუთლაშვილი ამ ისედაც გონებამოწამლულ და გაუბედურებულ ხალხს კიდევ უფრო უარესად არ მოვაწამლინებ. ბევრი სხვა ბლოგერისა და კინოკრიტიკოსისაგან განსხვავებით ნინია კაკაბაძე და გოგი გვახარია ძალიან კეთილი და სამართლიანი ადამიანები არიან, მე ოდნავი ეჭვიც არ მეპარება მათ კეთილ განზრახვაში, მათი მოღვაწეობა ძალიან დასაფასებელია, მაგრამ არსებობს ზოგიერთი რაღაც, რაც ჩემის მხრივ კრიტიკას იმსახურებს მათი მისამართით და რაზეც ვერ გავჩუმდები. მე მძულს პლატონური სიყვარული და მწამს, რომ ქალს ყველაზე უკეთ მაშინ დაუმტკიცებ სიყვარულს, როცა კარგი სექსი გექნება მასთან, დანარჩენი კი ფარსია და სალაპარაკოდაც არ ღირს.

მაგრამ ქალები ძალიან შეურაცხყოფილად და დაჩაგრულად გრძნობენ თავებს, როცა მამაკაცთან სექსი აქვთ. რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ საქართველოში სექსში მდგომარეობა გამოსწორდეს?

მეცხრამეტე საუკუნის უდიდესი დანიელი მოაზროვნე, სიორენ კირკეგორი ერთგან სარკასტულად წერს, ჰამბურგში საზოგადოება დაარსდა, რომელის წევრებმაც ბებერი ცხენების შეჭმა გადაწყვიტეს მათდამი სიბრალულის გამოო. ქართველებიც ამ "საზოგადოების" წევრებს ჰგვანან. სტალინი ამბობდა: "არ არსებობს ადამიანი, არ არსებობს პრობლემა." საქართველოში დღემდე კაციჭამია სტალინის ამ ცინიკურ ფრაზას მისდევენ, ეს ხომ სტალინის სამშობლოა. ამ ფრაზის მრავალგვარი გადაკეთება შეიძლება ისე, რომ ანტიჰუმანური არსი იგივე დარჩეს. "არ არსებობს სექსი, არ არსებობს პრობლემა." ამიტომ არ არსებობს საქართველოში კარგი სექსი, ამიტომაა ყველაფერი მოწამლული და მოშხამული! საქართველოში დღემდე მრავლად ცხოვრობენ არაადამიანები, რომლებიც საკუთარ ცოლებს აუპატიურებენ. მოგეხსენებათ, ადამიანი პოლიგამი არსებაა, ადამიანი მრავალი სექსუალური პარტნიორის ერთდროულად ყოლაზეა ორიენტირებული, ამიტომ გასაკვირი იმაში არაფერია, რომ ქალს, რომელსაც ხანგრძლივად აქვს სექსი ერთსადაიმავე მამაკაცთან, იქნება ეს ქმარი თუ საყვარელი, მრავალფეროვნება სჭირდება, ეს არაადამიანები კი ქალებს სექსს აძალებენ და აძალებენ. თვითონ მეძავებთან არასრულფასოვანი სექსი აკმაყოფილებთ, თავებს ბედნიერად გრძნობენ, ქალს კი სექსში მრავალფეროვნების ქონის უფლება არ აქვს და იძულებულია, ერთსადაიმავე მამაკაცთან ჰქონდეს სექსი, ამას კი საბოლოოდ ის შედეგი მოაქვს, რომ ის ქალი და მამაკაციც კი, რომლებსაც ურთიერთობების დაწყებამდე ისე უყვარდათ ერთმანეთი, რომ ერთმანეთისათვის სიცოცხლესაც კი არ დაიშურებდნენ, საბოლოოდ ერთმანეთისათვის მოსისხლე მტრებად ყალიბდებიან და ყოველგვარი სიყვარული, ვნება უქრებათ ერთმანეთის მიმართ.

ასეთ დროს მამაკაცი თავს ყოველთვის შეურაცხყოფილად გრძნობს ხოლმე, "როგორ, განა მე კაცობა არ მაქვს და ცუდად გჟიმავ?"

რასაკვირველია ესეც ისევე, როგორც ბევრი სხვა რაღაც ამ ქვეყანაში, ურთიერთობების სრული პროფანაციაა. მსოფლიოში არ არსებობს ქალი ან კაცი, რომ როგორი ლამაზი, სექსუალური, ვნებიანი და საინტერესოც არ უნდა იყოს, მომაბეზრებელი არ გახდეს რაღაც ეტაპზე და არც იარსებებს ოდესმე. ამიტომ მე არ მესმის, თუ რატომ გრძნობენ მამაკაცები თავებს თავმოყვარეობაშელახულებად, როცა მათ პარტნიორებს მათთან ურთიერთობის პარალელურად სხვებთანაც აქვთ სექსი.

ალბათ იმიტომ, რომ ქალმა მათ დაუმალა სხვებთან ურთიერთობის შესახებ.

კი, მაგრამ ისინი ხომ ურთიერთობების დასწყისშივე უკრძალავენ გულახდილობას საკუთარ პარტნიორებს. ამიტომ ქალების ასეთ საქციელში გასაკვირი არაფერია.

დავუბრუნდეთ ისევ მედიის თემატიკას. საქართველოში უკვე დამკვიდრდა მახინჯი აზრი იმის შესახებ, რომ, როცა მწერალი ხარ, სულერთია, გჭირდება თუ არ გჭირდება, პერიოდულად უნდა ჩნდებოდე კიდეც სხვადასხვა მედიასაშუალებით. ეს არ გაწუხებთ?

ძალიან მაწუხებს, მაგრამ ჩემთვის არსებობს პრინციპული საკითხები. საქართველოში ინტერნეტის მიმართ ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულებაა, ისევე, როგორც ლიტერატურისა და სექსის მიმართ. საქართველოში ქართველისათვის რომელიმე საეჭვო ჟურნალში მწერალზე გამოქვეყნებულ ერთ სტატიას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უზარმაზარ ვებგვერდსა და წიგნებს მილონობით რეიტინგით, მე კი სწორედ ინტერნეტსა და წიგნებს ვანიჭებ უპირატესობას. იმ ფულით, რაც ჩემი ვებგვერდი და წიგნები დაჯდა, ასეულობით სტატიას სულ თავისუფლად ვიყიდდი ქართულ, რუსულ თუ სომხურ ჟურნალ-გაზეთებში და მთელ კავკასიაში უკვე ყველაზე პოპულარული მწერალი ვიქნებოდი, სამწუხაროდ დღეს კავკასიაში ასეთი პოპულარული არ ვარ. ახლა მე მეტნაკლებად მთელ მსოფლიოში მიცნობენ, მაგრამ კონკრეტულ ქვეყნებში მიცნობს ცოტა ხალხი. ხანდახან ქუჩაში მცნობენ კიდეც, მცნობენ ძირითადად განათლებული ადამიანები. საბედნიეროდ ეს მალე ასე აღარ იქნება და ყველგან ძალიან ბევრი ადამიანი გამიცნობს. ხოლო თუ რომელიმე ჟურნალისტი ჩემზე რამე კარგს დაწერს ან გადაიღებს, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

ქართული და დასავლეთევროპული სინამდვილე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. არ გაგიჭირდათ ისეთი წიგნების დაწერა, დასავლელებისა და ქართველებისთვისაც ერთნაირად გასაგები რომ ყოფილიყო?

კი, ამან ძალიან დიდი სირთულე შემიქმნა. თუ მაგ. მე-19 საუკუნის საქართველო და გერმანია ერთმანეთს ჰგავდა, დღეს ეს მსგავსება სრულებით წაშლილია და უფსკრული უზომოდ დიდია, მაგრამ მგონი, მოვახერხე რაღაც შეხების წერტილები მეპოვა. საქმე ის არის, რომ დასავლეთი საქართველოზე შეუდარებლად უფრო ჰუმანურია, დასავლელები შეუდარებლად უფრო თბილები, მოსიყვარულეები, ალერსიანები, კეთილები, სექსუალურები არიან.

საქართვლოში კი პირიქით ამბობენ; აქ ლაპარაკობენ, რომ დასავლეთში ცივი ხალხი ცხოვრობს.

კი, და ასე ალბათ მეც ძალიან ბევრი ქართველისათვის ძალიან ბოროტი ადამიანი ვარ, რადგან თავისუფალ სექსზე ვწერ, სექსი ხომ ქართველებისათვის ბოროტებაა, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ სინამდვილეში ბოროტი ვარ. ქართველს შეუძლია, თვალისდაუხამხამებლად მოკლას საუკეთესო მეგობარი, თუკი ის მის დას ან პარტნიორს "ცუდი თვალით შეხედავს." მე ხშირად მეუბნებიან, რომ მავიწყდება, საიდან მოვდივართ, რომ ამ ათიოდე წლის წინ გამოთქმები "მე აზიატი ვარ" და "ქუჩის აკადემია მაქვს გავლილი," ქართველების უსაყვარლესი გამოთქმები იყო და სიტყვა აზიატში იგულისხმებოდა "მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, პარტია (ამ შემთხვევაში ქუჩა და პატრიარქალული ტრადიციები) თუ მომთხოვს ამას," რომ დღეს ბევრი რამ უკეთესობისაკენ შეიცვალა, რომ სექსუალურ და რელიგიურ უმცირესობებს ქუჩაში მოსაკლავად აღარავინ დასდევს და ეს პროგრესია, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს "პროგრესი" საკმარისი არ არის იმისათვის, რათა ჩვენ, უმცირესობებმა სიცოცხლე დამოუკიდებლად შევინარჩუნოთ, დასავლეთის დახმარების გარეშე. სიცოცხლის შენარჩუნება მარტო იმას არ გულისხმობს, რომ ვიღაცას არ შეეძლოს, მოვიდეს ჩვენთან და თავში კეტი ჩაგვარტყას, სიცოცხლე ძალიან ფართო ცნებაა, საქართველოში კი ჩვენთვის, უმცირესობებისათვის არ არსებობს სიცოცხლის შენარჩუნებისათვის საჭირო პირობები. მერე რა, რომ პირადად მე ჰომოსექსუალი არ ვარ და ქალები მიყვარს, მეც სექსუალური უმცირესობა ვარ, ქართველები კი ვერ მიტანენ, პატივს არ სცემენ ჩემს შეხედულებებს მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული ვარ. გერმანიაში ეს ასე არ არის. მე ხშირად მისაუბრია სხვა სექსუალურ უმცირესობებთან საქართველოში, ისინიც ზუსტად იგივეს ფიქრობენ და გრძნობენ, რასაც მე. ყველანი აუტანელი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიმყოფებით უმრავლესობისა და შეს. რეჟიმის მხრიდან. დღეს უბრალოდ, დამოკიდებულება შეიცვალა ჩვენს მიმართ, შეიცვალა ზედაპირზე, კოსმეტიკურად შეიცვალა, დამოკიდებულების არსი კი არ შეცვლილა. დღეს არსებობს სრული იგნორირება, რაც ფსიქოლოგიური ტერორის არანაკლებ მძიმე სახეობაა. ის ხალხიც კი, რომლებიც თავს დებენ ლიბერალური ღირებულებების ერთგულებაზე, ჩვენი, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების სრული იზოლაციის მომხრეა. მაგ. ამასწინათ ქეთათო ჩარკვიანმა, აწ გარდაცვლილი ირაკლი ჩარკვიანის მეუღლემ, იმ ირაკლი ჩარკვიანისა, რომლის ბევრ შეხედულებასაც მე ძალიან ვაფასებ და დიდ პატივს ვცემ, თქვა, "მე მომხრე ვარ, რომ სექსუალური უმცირესობები იყვნენ, ოღონდ თავიანთთვის იყვნენო." ეს რას ნიშნავს?! ეს ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება, მეგობრები გვყავდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ გარესამყაროსაგან მოწყვეტილები და გარიყულები. და ეს როგორი ასატანია?! სულაც არ არის ადვილი, იცხოვრო რეზერვაცია-საპყრობილეში, რომელსაც უხილავი, თითქოს მინის კედლები აქვს.

მაგრამ თქვენ ისეთ სექსუალურ უმცირესობას მიეკუთვნებით, რომელთა რიცხვი ცივილიზებულ სამყაროში უზარმაზარია და რომლის რაოდენობა დღითიდღე გასაოცარი სისწრაფით იზრდება და რომელიც სოციოლოგების შეფასებით დასავლეთში მალე უმრავლესობა იქნება. როცა თქვენ, პოლიამანტები საბოლოოდ უმრავლესობად იქცევით, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?

ეს იქნება ძველი და საზიზღარი ერის დასასრული და ახალი ეპოქის დასაწყისი. გერმანიაში მე უამრავ პოლიამანტს ვიცნობ და მათთან ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს. ზოგადად, ჩვენ, პოლიამანტებს განსაკუთრებით გვიყვარს ერთმანეთი იმიტომ, რომ ერთმანეთს პოტენციურ სექსუალურ პარტნიორებად ან/და პოტენციური პარტნიორების პარტნიორებად განვიხილავთ, ე. ი. ერთმანეთის ახლობლებად. საუბედუროდ, საქართველოში პოლიამანტები არ არსებობენ, აქ მე იმაზე დიდი უმცირესობა ვარ, ვიდრე გეები, ლესბოსელები ან ტრანსსექსუალები არიან და შესაბამისად, მათზე უარეს დღეშიაც ვიმყოფები. საქართველოში ერთადერთი პოლიამანტი ვარ, საუბედუროდ სხვა პოლიამანტებს მე აქ არ ვიცნობ. აქ თუ ჩემიანები არსებობენ, ყველას ვთხოვ, გამომეხმაუროს. სხვა სექსუალური უმცირესობები, მაგ. გეები და ლესბოსელები ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემი ესმით და მითანაგრძნობენ, მაგრამ ეს სამწუხაროდ ასე არ არის, პოლიამანტის ბოლომდე გაგება მხოლოდ პოლიამანტს შეუძლია, სხვას არავის, ქართველი გეებისა და ლესბოსელების დიდი ნაწილი კი ჩვეულებრივ, მონოამანტია, ამასთან ერთად, ქართველი გეების მნიშვნელოვან ნაწილს სძულს ქალები და მათთან სექსი ვერ წარმოუდგენია, ისევე, როგორც მაგ. ქართველ ლესბოსელებს სძულთ მამაკაცები. საქართველო ამ მხრივაც ძალიან განსხვავდება გერმანიისაგან. იქაური გეები არიან უბრალოდ, პრეეტენზიული მამაკაცები ქალების მიმართ, მათ ქალები არ სძულთ და ქალი თუ საკმარის სითბოსა და ყურადღებას გამოიჩენს, მათთან სექსიც თავისუფლად შეიძლება ჰქონდეთ, ზუსტად ასეთებივე არიან გერმანელი ლესბოსელები, ხოლო ქართველი გეები და ლესბოსელები შიგნიდანაც ჩაკეტილი კასტაა, თანაც, მონოამორისტული და ამაშიაც ვლინდება აქაურობის თავისებურება. აქაური უმცირესობებისათვისაც უკიდურესი ორთოდოქსულობა და დოგმატიზმია დამახასიათებელი. ქართველ გეებს, ლესბოსელებსა და ტრანსსექსუალებს შეუდარებლად უფრო მეტი საერთო აქვთ ქართველ უმრავლესობასთან, ვიდრე მე და შესაბამისად ყველაზე ფრუსტრირებულიც მე ვარ ამ ქვეყანაში. ზოგადად კასტური, კასტურობის სული საქართველოში ყვავის: არ გაქვს უფლება, სექსი გქონდეს ასაკით შენზე უმცროს ან უფროს ადამიანებთან, შენზე ღარიბებთან, შენზე მდიდრებთან და ა. შ. მაგრამ მაინც არ ვაპირებ ნორმირებული ცხოვრების დაწყებას, - ეკლესიაში სიარულსა და ცოლის მოყვანას, რომელიც სექსუალურ მონად მეყოლება, რომელსაც ყოველ დილა-საღამოს ნორმირებულად გავჟიმავ, რომელიც საცვლებს დამირეცხავს და რომელიც სანაცვლოდ წავის ქურქის ყიდვას მომთხოვს, რათა თავი დაიზღვიოს ჩემგან. მთელი ამ საოცარი და დრამატული სირთულეების მიუხედავად მე მაინც ვამაყობ, რომ ახალი, პოლიამანტური ეპოქის პიონერი ვარ, ეპოქისა, რომელიც თავად დრომ მოიტანა და რომელსაც ვერავინ და ვერაფერი დაუდგება წინ. საქართველოშიაც უკვე ბევრი მითანაგრძნობს (რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას), მაგრამ სათანადოდ ვერ გამოხატავს თანაგრძნობას ჩემს მიმართ, მე კი საბოლოოდ საკუთარ თავზე უფრო მეშლება ნერვები ამის გამო.



შავი და თეთრი. მორის კორნელიუს ეშერი

02.02.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten